ირაკლი კობახიძე - სოციალურ ქსელში გავრცელებული „ედისონ რისერჩის“ კვლევის სლაიდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მთლიანობაში რეიტინგები გაყალბებული სახით წარედგინება მოსახლეობას
ირაკლი კობახიძე - სოციალურ ქსელში გავრცელებული „ედისონ რისერჩის“ კვლევის სლაიდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მთლიანობაში რეიტინგები გაყალბებული სახით წარედგინება მოსახლეობას

გავრცელებული სლაიდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მთლიანობაში ეს რეიტინგები გაყალბებული სახით წარედგინება ხოლმე მოსახლეობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მირ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კვლევის შედეგები, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ეს სლაიდი კი ტელევიზიის ეთერში ვერ მოხვდა.

„ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით ვარაუდებზე, რომ იქ ხორციელდება ათასგვარი მანიპულაცია. თავისთავად ეს სლაიდიც არის საინტერესო. ეს სლაიდი მეტყველებს ასევე სხვა რეიტინგების გაყალბებაზეც, რაც ისედაც ნათელი იყო, მაგრამ თავისთავად ეს სლაიდი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მთლიანობაში ეს რეიტინგები გაყალბებული სახით წარედგინება ხოლმე მოსახლეობას“, – განაცხადა კობახიძემ.