ირაკლი კობახიძე - სიტყვებით ძნელია, გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს
ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.