ირაკლი კობახიძე - სისულელეები ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც ძალიან შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიების მენეჯმენტის წარმომადგენლები
ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რომ გახარიამ არ იცოდა სუს-ი რას აკეთებდა? არ ვიცი, რადგან როდესაც სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონკრეტულად ამ მიმართულებაზე იყო მისი კადრი და ამბობს რომ არაფერი იცოდა, ეს არის სირცხვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარი ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც ინტერესს არ იწვევს.
„ხოჯევანიშვილი რას აკეთებდა პირდაპირ ეთქვა გახარიასთვის. გაუგებარი ინფორმაცია ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც ძალიან შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიების მენეჯმენტის წარმომადგენლები. რატომ ვერ გამოიწვიეს იცით ინტერესი? იმიტომ, რომ სისულელეები ვრცელდება, იმდენად უინტერესო მასალებია. ვინმე თუ მაგ ჩანაწერს აკეთებდა, ჯერ რატომ უნდა გააკეთო, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ. ამაზე რატომ უნდა გააკეთო და რატომ უნდა შეინახო, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.