ირაკლი კობახიძე - სირცხვილია, რომ მარგველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი, ამ კაცისგან არაფერია გასაკვირი
სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არ მიკვირს, არც ჯარისა და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია. პირველ რიგში, ჯარისთვის. აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ მიკვირს. უბრალოდ, მარგველაშვილისგან საერთოდ არაფერია გასაკვირი – პრეზიდენტის პოსტზე ის იყო სამარცხვინო და დღესაც აგრძელებს სამარცხვინო საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ განაცხადა: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.