ირაკლი კობახიძე - სიმბოლურია, რომ კონსტიტუციას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი არც ამჯერად შეეხება
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საქმიანობის პერიოდში გამოირჩეოდა იმით, რომ მუდმივად, კონსტიტუციას, მის ტექსტსა და პრინციპებს უხეშად ხელყოფდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სიმბოლურადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი არც ამჯერად შეეხება.
„ამიტომ, მოვუწოდებთ, იმოქმედონ, საკუთარი უღირსობის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.