ირაკლი კობახიძე - სიები და სადეპუტატო მანდატები უკვე თუ გაანულეს და საკუთარი თავის გაიგივებას ახდენენ სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, რა აზრი აქვს ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს
მათ უკვე თუ გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები, ასევე თუ პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლარაკება მხოლოდ იმ პარტიებთან უნდა გაგრძელდეს, რომლებიც ხვალ პარტიული სიისა და სადეპუტატო მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებას არ შეუერთდებიან.
„მგონია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გავაგრძელოთ, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკევ გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები, ასევე თუ პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს? პირიქით, ვამბობ, რომ ასეთ პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში. ვისაც არ სურს, საკუთარი თავი გააიგივოს ამ ადამიანებთან, ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს აზრი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.