ირაკლი კობახიძე - შეიძლება, საბოლოოდ ითქვას, რომ ლადო კახაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ირაკლი კობახიძე - შეიძლება, საბოლოოდ ითქვას, რომ ლადო კახაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

შეიძლება, საბოლოოდ ითქვას, რომ ლადო კახაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 62 პროცენტს უკვე არ ჩამოსცდება შედეგი, რომელიც მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ის არჩევანი, რომელსაც არ ჰქონდა ალტერნატივა.

„ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა, კარგად გაანალიზა და ამის შედეგია ის ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველა ამომრჩეველს მადლობა. ჩვენ გვქონდა წინასწარი ანალიზი, რასაც ზუსტად დაემთხვა შედეგები. ყველა ხედავდა იმ ვითარებას,  რომელიც იყო არჩევნების გარშემო შექმნილი. ამომრჩეველს ჰქონდა სათანადო გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება. შეიძლება, იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ვერანაირ შემთხვევაში ეს გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგზე. თუ სადმე არის რაიმე კონკრეტული გადაცდომა, კანონდარღვევა სამართალდამცავები გასცემენ ყველაფერს პასუხს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.