ირაკლი კობახიძე - შარშან „ენჯეოები“ ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, არ ჰქონდათ შენიშვნები პრეზიდენტის მიმართ, რადგან ის არ არის სტატუსზე პასუხისმგებელი, თუ არ არის პასუხისმგებელი, რას დადის?
შარშან „ენჯეოები“ ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჰქონდათ შენიშვნები პარლამენტის და არა პრეზიდენტის მიმართ, რადგან ის სტატუსზე პასუხისმგებელი არ არის. თუ არ არის პასუხისმგებელი, რას დადის? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის საკითხი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ხელისუფლებას ამიტომ არ უნდა, რომ პრეზიდენტს მიეცეს საბოტაჟის საშუალება.
„შარშან, ივნისში, როდესაც ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ „ენჯეოები“ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჰქონდათ შენიშვნები პარლამენტის და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ? რადგან ის პასუხისმგებელი არ არის. თუ არ არის პასუხისმგებელი, რას დადის? მარტივად არის აქ საქმე. ჩვენი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის. ჩვენი რომ არის, ამიტომ არ გვინდა, რომ პრეზიდენტს მივცეთ საბოტაჟის საშუალება.
იმპიჩმენტი როგორ შეუშლის ამ პროცესს ხელს? არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების გადაქაჩვას. ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ, თუმცა არიან ასეთი ძალები. „გლობალურ ომის პარტიას“ ვგულისხმობ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.