ირაკლი კობახიძე - შალვა შავგულიძე დღეს იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებმაც არა მარტო სანდრო გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძეც მოკლეს
ირაკლი კობახიძე - შალვა შავგულიძე დღეს იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებმაც არა მარტო სანდრო გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძეც მოკლეს

შალვა შავგულიძე დღეს იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებმაც არა მარტო სანდრო გირგვლიანი, არამედ შემდეგ ირინა ენუქიძეც მოკლეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყოველთვის არსებობდა კითხვის ნიშნები, რატომ არ გასაჩივრდა გირგვლიანის საქმე აპელაციის დონეზე.

„არავის არ დაუსვია ეს საკითხი აქამდე. ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც შალვა შავგულიძემ ღიად დააფიქსირა თავისი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეჭვები, რომლებიც ეჭვის დონეზე არსებობდა გაამძაფრა იმან, რომ დღეს შალვა შავგულიძე იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებმაც არა მარტო სანდრო გირგვლიანი, არამედ შემდეგ ირინა ენუქიძეც მოკლეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.