ირაკლი კობახიძე - შალვა ნათელაშვილი ძალიან კარგ ტალღაზეა, ის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს
ირაკლი კობახიძე - შალვა ნათელაშვილი ძალიან კარგ ტალღაზეა, ის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს

შალვა ნათელაშვილი ძალიან არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შალვა ნათელაშვილი „ძალიან კარგ ტალღაზეა“, ის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ეს ძალიან კარგია, რადგან ის არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი. ის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი ლიდერი გახდა. ნათელაშვილი რაც უფრო მეტ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს, მით უკეთესია, ბუნებრივია, ჩვენთვის, ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა ნათელაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, პროექტი ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი იყო სახელმწიფოს მეთაური. „პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“, – წერს ნათელაშვილი.