ირაკლი კობახიძე - საზოგადოებას თავის დროზე წარვუდგინეთ 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, თითოეული კომპონენტი გაწერილ ვადებში შესრულდება
საზოგადოებას ჩვენ თავის დროზე წარვუდგიენთ 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. შინაარსიც იყო დაკონკრეტებული, ვადებიც და თავიდან ბოლომდე,ზედმიწევნით მივყვებით აღნიშნულ ვადებს, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში, ყველა რეფორმა უნდა იყოს დასრულებული.
„თითოეული კომპონენტი შესრულდება იმ ვადებში, რა ვადებიც იყო გათვალსიწინებული. გარკვეული საკითხებია, რაზეც კანონპროექტები უკვე შემუშავებულია – იგივე საარჩევნო რეფორმა, სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო ზედამხედველობა, არის თემები, რომლებიც უფრო მოცულობითია თავისი შინაარსით და შესაბამისად, მათზე გაგრძელდება მსჯელობა. თუმცა წინ გვაქვს კიდევ ორთვე-ნახევარი და დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში, ყველა რეფორმა უნდა იყოს დასრულებული. ესაა ჩვენ მიერ გაწერილი ვადები“, – განაცხადა კობახიძემ.