ირაკლი კობახიძე - საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები კარგად აქვს ჩამოყალიბებული, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს
ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო განცხადებები ისმის.
„სამწუხაროა, რომ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები კეთდება წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ქმნის აღქმას, რომ ვიღაცას სურს, გარედან გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთი უსამართლო განცხადებები ისმის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.