ირაკლი კობახიძე - საუბარი იყო გლობალურ „ომის პარტიაზე“, რომელსაც აქვს თავისი ფართო გავლენები, მაგრამ არავის, არასდროს უთქვამს დასავლეთი
ირაკლი კობახიძე - საუბარი იყო გლობალურ „ომის პარტიაზე“, რომელსაც აქვს თავისი ფართო გავლენები, მაგრამ არავის, არასდროს უთქვამს დასავლეთი

საუბარი იყო გლობალურ „ომის პარტიაზე“, რომელსაც აქვს თავისი ფართო გავლენები, მაგრამ არავის, არასდროს უთქვამს დასავლეთი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, – „ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 2021 წლიდან ევროკავშირი აფინანსებს იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ცა იყოს დაცული. „ქართული ოცნებისგან“ ვისმენდით, რომ დასავლეთს უნდა, მეორე ფრონტი გაიხსნას. ევროკავშირი ჩვენს უსაფრთხოებაზე თუ ზრუნავს და მილიონებს დებს, მაშინ მეორე ფრონტის გახსნა როგორ სურდათ“.

„არავის უთქვამს დასავლეთი. საუბარი იყო გლობალურ „ომის პარტიაზე“, რომელსაც აქვს თავისი ფართო გავლენები, მაგრამ არავის, არასდროს უთქვამს დასავლეთი. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს ხოლმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.