ირაკლი კობახიძე - საქართველოში ყველამ იცის, ვინ არიან კელი და კრამერი, მათ მოწოდებებს ფასი არ აქვს, შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ ეროვნული ინტერესებით
კელი და კრამერი ვინც არიან, ყველამ კარგად იცის საქართველოში. მათ ასეთ მოწოდებებს არავითარი ფასი არ აქვს. ისინი არიან ჩვეულებრივი ე.წ. გარე ექსპერტები და პერიოდულად აკეთებინებენ ასეთ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა კითხვაზე პასუხისას, რომელიც ეხებოდა გამოცემა „ჰილის“ მიერ იან კელისა და დევიდ კრამერის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა უნდა დაუწესოს სანქციები ქვეყნის ოლიგარქებს“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა და ასეთ შანტაჟს ვერავითარ ეფექტი ვერ ექნება ხელისუფლებაზე.
„ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება მომავალშიც გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.