ირაკლი კობახიძე - საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, ვიდრე 11 წლის წინ
ზოგადად, ვხედავთ, რომ არის სერიოზული პრობლემები მსოფლიო მასშტაბით მედიის თავისუფლების კუთხით, მათ შორის ეს დასავლეთის სივრცესაც ეხება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოში მედიაპლურალიზმის მხრივ ახლა უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე 11 წლის წინ.
„ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა გაუფრთხილდება მედიის თავისუფლებას. საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, ვიდრე გვქონდა 11 წლის წინ. ჩვენთან არის პროგრესი, ამ ფონზე არის გარკვეული სივრცეები, სადაც არის რეგრესი კონკრეტულ ქვეყნებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა შეძლებს ისეთივე პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით, როგორსაც მიაღწია საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.