ირაკლი კობახიძე - საქართველოში კორუფციისა და გარიგებების სისტემური პრობლემები აღმოფხვრილია
გარკვეულ დაპირისპირებას ვხედავთ, თუმცა სათანადო კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ეს მისი პრეროგატივა და მისი საქმეა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს („უცნობს“) შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, საქართველოში კორუფციისა და გარკვეული გარიგებების თვალსაზრისით სისტემური პრობლემები აღმოფხვრილია.
„ინდივიდუალურ მოვლენებზე მუდმივი დაკვირვება დაგვჭირდება და პარლამენტის ინტერესებშია, რომ საზედამხედველო ფუნქციები განვახორციელოთ და ამის საფუძველზე ასეთი მოვლენების პრევენციაზე ვიზრუნოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ სისტემური ხასიათის პრობლემა აღარ დგას, ინდივიდუალური მოვლენების პრევენციაზე კი, ერთად უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა კობახიძემ.