ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს, ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე მსჯელობენ.
პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა.