ირაკლი კობახიძე - საქართველოში 2012 წელს დასრულდა არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა, 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული
არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, კონკურენტული, როგორც იყო ყველა წინა შემთხვევაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოში 2024 წლის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში.
„2012 წელს საქართველოში დასრულდა არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა. მის შემდეგ ტარდება დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები და ეს არჩევნებიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული“, – განაცხადა კობახიძე.