ირაკლი კობახიძე - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს
საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.
„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს, სხვათაშორის. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი. ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. გაერო-ში საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი“, – განაცხადა პრემიერმა.