ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა, ექვსივე გვირაბის მშენებლობა.
„განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95 პროცენტი. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.