ირაკლი კობახიძე - საქართველოს მყარი პასუხები აქვს ყველა კითხვაზე, რომელიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მედიაპლურალიზმს უკავშირდება
საქართველოს აქვს მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მედიაპლურალიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც გასული წლების განმავლობაში წინსვლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და მედიაპლურალიზმის კუთხით ფუნდამენტური წინსვლა იყო.
`თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მედიაპლურალიზმს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე.