ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება სიმშვიდეს და სტაბილურობას ეფექტიანი პოლიტიკით ინარჩუნებს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება სიმშვიდეს და სტაბილურობას ეფექტიანი პოლიტიკით ინარჩუნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება სიმშვიდეს და სტაბილურობას ეფექტიანი პოლიტიკით ინარჩუნებს.

მისივე თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებული მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს ეკუთვნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიწევს არსებობა ძალიან რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა ჩვენ გარშემო, თქვენ ხედავთ, რომ ვინარჩუნებთ როგორც მშვიდობას, ასევე სიმშვიდეს, სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ხელისუფლება. განსაკუთრებული მადლობა აქ ეკუთვნით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებიც ჩუმად, მაგრამ ეფექტიანად მუშაობენ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და დაცული იყოს ქვეყანა ნებისმიერი ასეთი საფრთხისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია და ანალიტიკურმა ცენტრმა „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა“ (IEP) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გლობალური ტერორიზმის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებს შორის მოხვდა.