ირაკლი კობახიძე - საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის კუთხით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საზოგადოებისთვის მთავარია ეს და არა პოლიტიკური კინკლაობა
ირაკლი კობახიძე - საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის კუთხით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საზოგადოებისთვის მთავარია ეს და არა პოლიტიკური კინკლაობა

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. პირველ ადგილზე ვართ როგორც რეგიონში, ასევე ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ეს არის ამ წლის მონაცემები, ასევე, საშუალოვადიანი პროგნოზითაც, საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, კონკრეტული პროგნოზი არის მოცემული ციფრებში. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგნოზსაც კი გადაჭარბებით შევასრულებთ. ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.