ირაკლი კობახიძე - საპროტესტო აქციების გამართვაზე „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული
ირაკლი კობახიძე - საპროტესტო აქციების გამართვაზე „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციებისთვის რესურსი უნდა გქონდეს.

„რესურსში ხალხის მხარდაჭერა იგულისხმება. როცა არჩევნებში ასეთ დაბალ მხარდაჭერას იღებ, იქ სხვა რამის რესურსი არ ჩანს. შესაძლოა მცდელობა ჰქონდეთ, ზუგდიდშიც იყო მცდელობა, რომ საარჩევნო პროცესში არეულობა ხელოვნურად შეეტანათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიზანს ვერ მიაღწიეს. შესაძლოა, აქაც მცდელობა ჰქონდეთ, ასეთი მცდელობა წლების განმავლობაში გვინახავს, მაგრამ ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. მთავარი მიზეზი ისაა, რომ თუ ზურგს ხალხის მხარდაჭერა არ გიმაგრებს, ვერაფერს ვერ შეძლებ“, – განაცხადა კობახიძემ.