ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხები სრულიად ახლიდან გვაქვს გასაწერი
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 2018 წლის ნოემბრამდე არსებული კანონები კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში იყოს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ არსებული კანონები სრულად იყოს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.
„გვექნება ბევრი ტექნიკური ცვლილება განსახორციელებელი. უნდა ჩავეტიოთ ვადებში, რომ 2018 წლის ნოემბრიდან, როცა ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა ყველაფერი იყოს შესაბამისობაში. თავიდან არის მოსაწესრიგებელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხები. ნორმები უნდა ამოქმედდეს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ახალი წესი კი უნდა ამოქმედდეს 2020 წლიდან. ახლა უნდა დავამუშაოთ მთლიანად საარჩევნო კოდექსის რეგულაციები. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების საკითხები. საკმაოდ შრომატევადი საქმე გველის. იურიდიული კომიტეტს ვადა აქვს 7 ივნისამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.