ირაკლი კობახიძე - საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე პროცესები აჩვენებს დაბალ პოლიტიკურ კულტურას
საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე პროცესები აჩვენებს დაბალ პოლიტიკურ კულტურას, რაზეც მიანიშნებდა მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია საქართველოში პოლიტიკური კულტურა. როდესაც ხდებოდა ხმების გადათვლა, რაც, შეგახსენებთ, არის უპრეცედენტო მოვლენა ქართულ საარჩევნო ისტორიაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების გადათვლის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ნაცვლად კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისა, ამ პროცესის პარალელურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ატარებენ აქციებს, რაც არის მიუღებელი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.