ირაკლი კობახიძე - სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული
ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც, პირიქით, უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დაასანქცირეს პოლიციის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება, ასეთი შეცდომები დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შცდომები, არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პრემიერმა.