ირაკლი კობახიძე - როდესაც მიხეილ სააკაშვილი და სანდრო ბრეგაძე ერთად იბრძვიან ხმების დაცვისთვის, ეს მიანიშნებს ყველაფერზე
სანდრო ბრეგაძეებს, მიხეილ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, „სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყანა არ არის“.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და სანდრო ბრეგაძე ერთად იბრძვიან ხმების დაცვისთვის, ეს მიანიშნებს ყველაფერზე. საიდან მომდინარეობს ასეთი სცენარები, ამაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ. სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყანა არ არის. აქ დგას ხელისუფლება და სანდრო ბრეგაძეებს, მიხეილ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული მარში“ აცხადებს, რომ არჩევნებზე იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ცესკო-ს მონაცემებშია ასახული.