ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ საქართველოში სიძულვილის დათესვის მცდელობაში ჩართულია უცხოური ფული, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება
სამწუხაროა, რომ უცხოური ფული არის ჩართული ამ პროცესებში, რასაც ჰქვია საქართველოში სიძულვილის დათესვის მცდელობა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რომ ყველამ დაინახოს, ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს უნდა უთხრან ადამიანებმა უარი.
„ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია ოპოზიციისთვის. მათთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა, მათ შორის, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც სპორტსმენები არ არიან მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომელსაც ვხედავთ. ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ახორციელებენ.
26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. ამ დღეს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას, მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხაროა, რომ უცხოური ფული არის ჩართული ამ პროცესებში, რასაც ჰქვია საქართველოში სიძულვილის დათესვის მცდელობა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რომ ყველამ დაინახოს, ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.