ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს წარადგენს
სამწუხარო მოვლენაა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის წარდგენაზე კომენტირებისას განაცხადა.
“ზოგადად სამწუხარო მოვლენაა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს წევრად, პრეზიდენტი რეგულარულად თავის თანამშრომლებს წარადგენს, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არასწორი ტენდენციაა, როდესაც პრეზიდენტის თანამშრომლები ინიშნებიან დამოუკიდებელ თანამდებობებზე.