ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს
სალომე ზურაბიშვილს, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ცხრა პუნქტის შესრულებისთვის ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე.
„ცხრა პუნქტის შესრულებისთვის ჩვენ პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე ვართ და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესებს და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ის პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. გახსოვთ თქვენ მისი განცხადებები. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას დაესწრო.