ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ბიულეტენების ბათილად ცნობის თაობაზე ტყუილს საუბრობს.
„მუდმივად გვესმის, რომ თითქოს, 100 ათასზე მეტი ბიულეტენი იყო ბათილად ცნობილი. ზოგი 80 ათას ამბობს, ზოგი – 90 ათასს. მუდმივად იტყუებიან ამაშიც კი. ბათილად ცნობის რაოდენობა უპრეცედენტოდ დაბალი იყო, სამ პროცენტზე ნაკლები იყო. ამაშიც კი იტყუებიან. ეს აჩვენებს, რომ სალაპარაკო არაფერი აქვთ, ეს არის მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც ღირსეული საქციელი არ არის. მარცხს უნდა შეეგუონ.
გამოვრიცხავ, რომ საპარლამენტო მუშაობას რაიმე პრობლემა შეექმნას. პარლამენტი უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მუშაობას, პარლამენტი ისეთი აქტიური იქნება, როგორც არასდროს. ამას ხელს ახალი კონსტიტუციაც შეუწყობს”, – განაცხადა კობახიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.