ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო კამპანიაში, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს
სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი.
„მან ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა უკვე დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.