ირაკლი კობახიძე - საკრებულოს ყოფილი წევრები ჩვენი გუნდის წევრები არიან და დამოკიდებულება იქნება შესაბამისი
საკრებულოს ყოფილი წევრები ჩვენი გუნდის წევრები არიან და დამოკიდებულება იქნება შესაბამისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კითხვაზე, რა პოლიტიკა ექნება მმართველ გუნდს საკრებულოს ყოფილ წევრებთან მიმართებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ მიმართ „შესაბამისი დამოკიდებულება“ იქნება.
„რა თქმა უნდა, საკრებულოს თითოეული წევრი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, არის ჩვენი გუნდის წევრი. ასევე, საუბარია საკრებულოს ყოფილ წევრებზე. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან და რა თქმა უნდა, დამოკიდებულება იქნება შესაბამისი“, – აღნიშნა კობახიძემ.