ირაკლი კობახიძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის უცხოელ პატრონებს სახელმწიფო ვერ და არ მისცემს საშუალებას, მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი უკულტურობით ჩაანაცვლონ
ირაკლი კობახიძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის უცხოელ პატრონებს სახელმწიფო ვერ და არ მისცემს საშუალებას, მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი უკულტურობით ჩაანაცვლონ

დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი თუ გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი „მოლოტოვის კოქტეილისა“ და ქვების სროლაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს, ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ე.წ. კულტურა დაამკვიდროს.

„გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო და ქართული საზოგადოება თავს იწონებდა მშვიდობიანი პროტესტის კულტურით. ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს, ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ე.წ. კულტურა დაამკვიდროს. თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი „მოლოტოვის კოქტეილისა“ და ქვების სროლაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავის დროზე გარე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობითა და ქვების სროლით მოიყვანეს და რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნისას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა იყო, დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან ძალადობს.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის უცხოელ პატრონებს, ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ და არ მისცემს საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს. ეს ძალადობა და უკულტურობა, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში გამოირჩეოდა და ახლა უკვე ოპოზიციაში გამოირჩევა, არ არის ქართული და სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის. საქართველოში მისი დამკვიდრებაც სწორედ იმ „შავ ფულს“ უკავშირდება, რომლის დამალვისთვისაც დღეს ასეთი გამალებით იბრძვიან რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები“, – აღნიშნა პრემიერმა.