ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელიც ნინო ლომჯარიამ გადადგა 
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელიც ნინო ლომჯარიამ გადადგა 

სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ნაბიჯის უკან პოლიტიკური ინტერესი ძალიან ნათლად იკითხება.

„თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ნინო ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, ამ ნაბიჯის უკან პოლიტიკური ინტერესი ძალიან ნათლად იკითხება. ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, – განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, მედიკოსთა ჯგუფი შექმნა. ნინო ლომჯარიამ ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მზადდება ჯგუფის წერილობითი დასკვნა, რომელიც სავარაუდოდ დღეს გამოქვეყნდება.