ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ კუთხით აქტუალური საკითხები განიხილეს.

ომბუდსმენი მთავრობის მეთაურს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის  მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ომბუდსმენის რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.