ირაკლი კობახიძე - საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებები ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით მიიღება
ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებდეთ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევის შესახებ.
„საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით, ამ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. ეს ჩვენი მიდგომაა და მუშაობა ამ მიდგომით გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, რუსეთს ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღეს.
საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.