ირაკლი კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას
ირაკლი კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რჩება საკმარისი დრო, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა.

„საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის თანახმად აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც რის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ვფიქრობთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საბოლოო ჯამში ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რჩება საკმარისი დრო, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს ის საარჩევნო რეფორმა,  რომელზეც ჩვენ შევთანხმდით ოპოზიციასთან. ყველაზე მჭიდრო ვადებს თუ გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა კობახიძემ.