ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში მიღწეული წარმატებები. საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.
კარლ გერშმანმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.