ირაკლი კობახიძე - საელჩოების მოწოდებაა, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სადაო საკითხს მოეფინოს ნათელი, მზად ვართ, ეს მოწოდება გავითვალისწინოთ
საელჩოების მოწოდებაა, ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული არჩევნებთან, ყველა სადაო საკითხს, მოეფინოს ნათელი, მზად ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების ეს მოწოდება გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საელჩოების მოწოდებაა, რომ ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული არჩევნებთან, ყველა სადაო საკითხს, მოეფინოს ნათელი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ყველასთან საუბრისთვის. ბუნებრივია, მზად ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების ეს მოწოდება გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების ნათელის მოფენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველას ვესაუბრებით“,- განაცხადა კობახიძემ.