ირაკლი კობახიძე - სადაც არის ხაბეიშვილი ან მელია, იქ ყოველთვისაა პროვოკაცია, მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებს, მშვიდად შეხვდნენ ამ ყველაფერს, პროვოკატორებს არ მივცეთ პროვოკაციის საშუალება
ირაკლი კობახიძე - სადაც არის ხაბეიშვილი ან მელია, იქ ყოველთვისაა პროვოკაცია, მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებს, მშვიდად შეხვდნენ ამ ყველაფერს, პროვოკატორებს არ მივცეთ პროვოკაციის საშუალება

ეს ადამიანები ცდილობენ პოლარიზაციის გაღვივებას. სადაც არის ხაბეიშვილი ან მელია, იქ ყოველთვისაა პროვოკაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ხარაგაულში მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოში ხმაურს, რომელიც, არსებული ინფრმაციით, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ სოციალური შემწეობის მიღებას აპროტესტებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნათელია, რომ მათ სურთ პოლარიზაციის გაღვივება და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციებს.

„ეს ადამიანები პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ. ამით გამოირჩევა ლევან ხაბეიშვილი. სადაც არის ხაბეიშვილი ან მელია, იქ ყოველთვის არის პროვოკაცია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მათ პოლარიზაციის გაღვივება უნდათ. ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდებ, მშვიდად შეხვდნენ ამ ყველაფერს. ასეთ ადამიანებს, პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ პროვოკაციის საშუალება“, – განაცხადა ირკლი კობახიძემ.