ირაკლი კობახიძე - „საარჩევნო კოდექსში“ რეკომენდაციები ზედმიწევნით არის ასახული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციები ზედმიწევნით არის ასახული.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ასახული არ არის ეუთო-ს რეკომენდაციები.
კობახიძის თქმით, ფუნდამენტურად იცვლება მთელი რიგი რეგულაციები.
„ეუთო-ს რეკომენდაცია იყო, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ფუნდამენტურად გადაგვეხედა. უამრავი პროგრესული ახალი რეგულაციაა, რაც საქართველოში უზრუნველყოფს უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნას. 27 რეკომენდაცია ზედმიწევნით არის ასახული საკანონმდებლო პაკეტში“, – განაცხადა კობახიძემ