ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა, როგორ მოაგვარა, ყველა კარგად ვხედავთ
მიხეილ სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ მზად არის, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს და საკითხი გადაწყვიტოს.
„სააკაშვილს ამისთვის ცხრა წელი ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი როგორ მოაგვარა, ყველა კარგად ხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.