ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის, ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის, ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის, ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შეცვალა მან არაერთხელ ჩამოსვლასთან დაკავშირებით ანონსი.

„რეალურად, მას ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დააანონსებდა თავის ჩამოსვლას და შვიდჯერ არ გადათქვამდა საკუთარ ანონსს. ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რისი ეშინია. სააკაშვილს ეშინია ჭირივით ციხის და ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.