ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის გამოშვებას ვინც ითხოვს ან მომავალში მოითხოვს, ყველას მიზანია საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის გამოშვებას ვინც ითხოვს ან მომავალში მოითხოვს, ყველას მიზანია საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში

სააკაშვილის გამოშვებას ვინც ითხოვს ან მომავალში მოითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია ექნება.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

„მინდა, მკაფიოდ, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვინც სააკაშვილის გამოშვებას ითხოვს ან მომავალში მოითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, ყველას მიზანია საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან მკაფიო. სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი“, – აღნიშნა კობახიძემ.