ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მას ექნება შესანიშნავი როლი საკანში
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მას ექნება ნამდვილად შესანიშნავი როლი შესაბამის საკანში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა პრემიერობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, რა როლი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში და რა შანსები აქვს მას.
„ღიმილისმომგვრელი შეკითხვაა. თუ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, მას ექნება ნამდვილად შესანიშნავი როლი შესაბამის საკანში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
27 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.