ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით

სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით 2008 წელს. მას შეუძლია, კიდევ უფრო დაუმძიმოს მდგომარეობა უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლება არ განიხილება.

„უპირველესად, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება. თუმცა, ამას რომ თავი დავანებო, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და ეს საკითხი ბუნებრივია, არავითარი ფორმით არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას – საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის თვალსაზრისით – უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით ნაკლებად დააზიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც და უკრაინასაც – ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.