ირაკლი კობახიძე - რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა იყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა იყო.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დღის განმავლობაში რამდენიმე ასეთი მცდელობა იყო, თუმცა ხელისუფლება იმისთვის არის, რომ სამართლებრივი ნორმები დაიცვას.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ამას უზრუნველყოფდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კანონის ნორმების ფარგლებში იმოქმედოს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალას არ გადაამეტოს. ბუნებრივია, ამას ვაკვირდებით და რა ინფორმაციაც მაქვს, იმის მიხედვით შემიძლია განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და პროპორციულობის პრინციპის დაცვით მოქმედებდა“, – განაცხადა კობახიძემ.