ირაკლი კობახიძე - რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველას მოვუწოდეთ, მშვიდად ყოფილიყვნენ, ოპოზიციამ ყურად არ იღო ჩვენი მოწოდება, რომ, უბრალოდ, არ უნდა ამჩატებულიყვნენ
რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველას მოვუწოდეთ, მშვიდად ყოფილიყვნენ, ოპოზიციამ ყურად არ იღო ჩვენი გაფრთხილება და მოწოდება, რომ, უბრალოდ, არ უნდა ამჩატებულიყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციამ მოწოდება არ გაითვალისწინა და მოუწია არაადეკვატური განცხადებების კეთება.
„ჩვენ იმ დღეს დილიდან გავაკეთეთ განცხადება. ყველას მოვუწოდეთ, რომ ყოფილიყვნენ მშვიდად, თუმცა ოპოზიციამ ეს არ გაითვალისწინა. თქვენ ნახეთ აჟიტირებული და ამჩატებული ოპოზიცია. ათასი სულელური განცხადება კეთდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ ყურად არ იღეს ჩვენი გაფრთხილება და მოწოდება, რომ, უბრალოდ, არ უნდა ამჩატებულიყვნენ. ყურად არ იღეს ეს ყველაფერი და ამიტომ მოუწიათ სულელური, არასწორი, არაადეკვატური, ირაციონალური განცხადებების კეთება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.